მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 114 მილიარდი დოლარი დაკარგეს

05 თებ 2018

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 114 მილიარდი დოლარით გაღარიბდნენ.  ამერიკულ საფონდო ბაზარზე დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ათობით მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებშია საუბარი.  

ყველაზე დიდი დანაკარგი უორენ ბაფეტმა განიცადა. მისი ქონება 5,1 მილიარდი დოლარით შემცირდა.  

მეორე ადგილზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აღმოჩნდა, რომელმაც 3,6 მილიარდი დოლარი დაკარგა.  

მესამე ადგილი კომპანია Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა, რომლის ქონება 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

Bloomberg-ის სიაში 310 პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. მან 25 მილიონი დოლარის კაპიტალი დაკარგა.