30 ივნ 2016
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აჭარაში საგამოცდო ცენტრები წელსაც ბათუმსა და ხულოში მოქმედებს.