9 დღეში წითელას 50 შემთხვევა დაფიქსირდა

08 თებ 2018

წითელას ვირუსის მაჩვენებელი რეგიონში იზრდება. თებერვალში, მხოლოდ 9 დღის განმავლობაში, 50 ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ვირუსით დაავადების შემთხვევა სრულწლოვანებში ჭარბობს. 

შემთხევავათა 40%  5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებით წითელას ვირუსის 149 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თებერვალში 50. მინდა მკაცრად გავაფრთხილო მოსახლეობა, განსაკუთრებით კი სრულწლოვანები, მიმართონ უბნის პოლიკლინიკებს და გაიკეთონ უფასო ვაქცინაცია," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე. 

40 წლამდე ვაქცინაცია უფასოდ კეთდება ნებისმიერ უბნის პოლიკლინიკაში, შესაძლებელია აცრის გაკეთება სხვა დაწესებულებაშიც, სადაც ექიმის კონსულტაცია ფასიანია, თუმცა ვაქცინაცია უფასო.