10 თებ 2018
სოფელ ღურტაში დაღუპულები 47 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 22 ადამიანი შეეწირა 1971 წლის 11 თებერვალს მეწყრულ პროცესებს. დაღუპულთა ახლობლები და თვითმმართველობის წარმომადგენლები გარდაცვლილთა სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.