ესტაკადის მშენებლობის გამო საავტომობილო მოძრაობაში შეზღუდვები

15 თებ 2018

ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ხვალიდან, ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობა შეიზღუდება. ქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შემდეგი სქემით შეძლებენ:  გოგებაშვილის ქუჩიდან  შავშეთისა და  მაიაკოვსკის მიმართულებით, ბაქოს ქუჩაზე  კი  გოგებაშვილის, შავშეთისა და ერისთავის ქუჩებით   გადაადგილდებიან. ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ავტომობილები ბარცხანის ხიდით ისარგებლებენ. ამის გამო ცვლილება შეეხება მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტსაც.