სპეცოპერაციის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესი

15 თებ 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმსა და ქობულეთში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აყვანილი, თურქეთის მოქალაქის საქმის განხილვა განახლდა.

თუკი დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდა მას  4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.