ინცინდენტი სოფელ მერისის საჯარო სკოლაში

12 აპრ 2016

ინცინდენტი სოფელ მერისის საჯარო სკოლაში. მეთორმეტე კლასის მოსწავლე უმცროს კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 125- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ინცინდენტის გამო სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან, მოკვლევას დისციპლინარული კომიტეტი აწარმოებს.