''გამორიცხულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს შანტაჟის იარაღად'' - პრემიერ მინისტრი

20 თებ 2018

სამი საათია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. რომელზეც პრემიერმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომლიც 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. ასევე გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ამუშავებას პრაქტიკულად რამდენიმე დღეს სჭირდება, ბრალდებას ვერ მიიღებს.