ფაროსანასთან ბრძოლა - აგრარული კომიტეტის სხდომა

20 თებ 2018

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში რეგიონებში არ უნახავს. ოთარ დანელიამ სამაგიეროდ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ფაროსანასთან ბრძოლაში სუსტია და მას არ აქვს ერთიანი მიდგომა.