პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

20 თებ 2018

პრეზიდენტის ვეტო, ათობით მედია - მენეჯერისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა, რეკომენდაციები, პროტესტი, არგუმენტები, შესაძლო საფრთხეები და რისკები – ამ ჩამონათვალის წინააღმდეგ დღეს “ქართული ოცნების” უმრავლესობა წავიდა.

“მაუწყებლობის შესახებ  კანონში ცვლილებები შევიდა – კომერციული რეკლამის განთავსება და შესყიდვების განსხვავებული პირობა – ეს იყო ის მთავარი რის გამოც მესამე სექტორში ფიქრობენ რომ საზოგადოებრივი არხის იდეას საფრთხე ემუქრება. ცვლილებები აჭარის ტელევიზიასაც ეხება, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა რომ მაუწყებელი ახლა სხვა საჭიროებების წინაშე დგას.