ბულვარის ადმინისტრაციამ საბაღე კლასიკური სკამების სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა
21 თებ 2018
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ საბაღე კლასიკური სკამების სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოები მოიცავს ძველი სკამების დაზიანებული ძელაკების შეცვლას და შეთებვას. ტენდერის ფარგლებში სულ 254 სკამი შეკეთდება.