21 თებ 2018
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის განცხადებით, სასწავლებლის ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამამ მოდელირება განიცადა და სტუდენტები ახლა სწავლას მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე აგრძელებენ. ეს პროცესი კი არ უკავშირდება უნივერსიტეტის ავტორიზაციას.