"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა შენ ხარ!" - მსვლელობა თბილისში

22 თებ 2018

"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა შენ ხარ!" - ამ ლოზუნგით პროფკავშირები საპროტესტო მსვლელობას თბილისში მართავს. აქციის მონაწილეები შრომის ინსპექტირების უსაფრთხო მექანიზმის შექმნას მოითხოვენ.

პარლამენტს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად საჭირო კანონების მიღებას მოუწოდებენ. ნათია კოპალიანი გვიერთდება თბილისიდან.