რატომ შეიცვალა ბათუმის აქციის საქმის მოსამართლე ირაკლი შავაძე?

24 თებ 2018

ირაკლი შავაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომელიც 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების საქმეს განიხილავდა, თუმცა ივნისიდან საქმის განხილვა ლევან გელოვანმა გადაიბარა.

მოსამართლის შეცვლის ფაქტი, მაშინ ადვოკატებმა გააპროტესტეს. ირაკლი შავაძის განცხადებების შემდეგ, ეჭვი უჩნდება ერთ-ერთი გასამართლებულის ადვოკატს.