არომატიზებული  თამბაქოს  კონტრაბანდის  ფაქტი

25 თებ 2018

არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება 6 ათას 725 ლარია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.