ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩართეს

28 თებ 2018

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დაადასტურა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმდინარე წლის 23 თებერვალს მიმართა.