პირველი შვილი 23 წლიანი ლოდინის შემდეგ

02 მარ 2018

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია თამაზ დიასამიძისა და ლელა დოლიძის ოჯახისთვის, მათ 23 წლიანი ლოდინის შემდეგ პირველი შვილი შეეძინათ.

ახალშობილი ქვეყანას დღის 11 საათსა და 30 წუთზე მოევლინა. პატარა რეზო დიასამიძის გარდა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში კიდევ 6 ბავშვი დაიბადა.