140 ათასი ლარი სანიაღვრე სისტემისთვის

09 მარ 2018

სანიაღვრე სისტემასა და  დამცავ ზღუდარებს ამონტაჟებენ  სოფელ მერისში, ზენდიდსა და ზესოფელში. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზღუდარები ძირითადად სახიფათო მონაკვეთებზე განთავსდება.

მათ შორის, ზესოფელში და ვაიო - კვაშტის მიმართულებით. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 140 ათასი ლარია გათვალისწინებული.