ავტოავარიის დაშავებული 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა

10 მარ 2018

გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო გამოძიება პოლიციამ ავტოავარიის ფაქტზე, რომლის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაშავდა.

შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული თავის ტვინის შერყევით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.