შუახევში 2 თვის განმავლობაში გეოლოგებმა  20 ოჯახი შეისწავლეს

12 მარ 2018

მიმდინარე წელს შუახევში გეოლოგებმა 20 ოჯახი შეისწავლეს, მათგან სამს ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებაზე რეკომენდაცია მიეცა. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გეოლოგების შესწავლას 140-მდე ოჯახი მოითხოვს.

მუნიციპალიტეტში გეოლოგებს მომდევნო კვირიდან ელოდებიან. შუახევში 2016-2017 წლებში „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლის შეძენის”  მიზნობრივი პროგრამით 103 ოჯახს გაეწიათ დახმარება, თუმცა მათი უმეტესობა კომპენსაციის აღების მიუხედავად დღემდე მეწყრულ ზონაში ცხოვრობს.