''რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის'' - პრემიერ-მინისტრი

13 მარ 2018

რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უამრავი აბსურდული შეფასება მოისმინა იმ განცხადებაზე, რომელიც თავად გააკეთა.