ხულოში გზის მარეგულირებელი სარკეების ნაწილი დაზიანებულია

13 მარ 2018

ხულოში გზის მარეგულირებელი სარკეების ნაწილი დაზიანებულია, ადგილობრივები მათ აღდგენას ავარიების შესამცირებლად ითხოვენ. ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის განმარტებით, მათი აღდგენა მალე დაიწყება. დაზიანებული სფერული სარკეების აღსადგენად ტენდერი 2 ათას 500 ლარზე გამოცხადდება, ამ თანხით სარკების აღდგენასთან ერთად დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შესაჩერებელი ბარიერები დამონტაჟდება.