სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს

14 მარ 2018

სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 ათას 766 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.