ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - წინ მესამე მოსმენაა

16 მარ 2018

წინ ერთი,  მესამე და საბოლოო მოსმენაა. უმაღლესი საბჭო,  აჭარის კონსტიტუციურ  კანონში შესატან ცვლილებებს, მესამე  მოსმენით დამტკიცების შემდეგ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.  დოკუმენტი  მეორე მოსმენით უმაღლესმა საბჭომ,   14 ხმით  1-ის  წინააღმდეგ, გუშინ  მიიღო.  ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა. კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღია “ევროპულ საქართველოს”.

“ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა” კი განხილვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. ოპოზიციის არგუმენტები  ასეთია: შენიშვნები არ არის გათვალისწინებული და დოკუმენტი  რეგიონის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული. არსებული პროექტით რჩება შერეული საარჩევნო სისტემა, რაც 2020 წლის და მომდევნო არჩევნებზეც პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს ითვალისწინებს.