ხანძარი ხულოში

16 მარ 2018

ხულოში, სოფელ წაბლიანში დავითაძეების 6 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საცხოვრებელ სახლთან ერთად დაიწვა ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ - ჯერობით უცნობია.