მასტერკლასი უცხოელი ქორეოგრაფებისთვის

17 მარ 2018

მასტერკლასი უცხოელი ქორეოგრაფებისთვის. 8 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა “არსიანმა “გააცნო, მათ სხვადასხვა საცეკვაო ნომრები ნახეს.

საღამო კონფერენციის „ქორეოგრაფიული ფოლკლორი - ისტორია და თანამედროვეობა“-ს ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც  ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა, ახალ ეტაპზე გადაყვანა, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოება და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრაა.