ქართველი სუმოისტი მოგებებს აგრძელებს

18 მარ 2018

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეცხრე დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ  მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შოჰაზანი იყო, რომელიც ლევანმა დოჰიოდან მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

გორგაძეს, ტურნირის მეცხრე დღეს, 7 მოგება და მხოლოდ 2 წაგება აქვს.

ქართველი სპორტსმენი მომდევნო შეხვედრას ხვალ, იაპონელი ოძეკის - გოეიდოს წინააღმდეგ გამართავს.

სპორტული სიახლეები ვრცლად  იხ. ლინკზე: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/