ქობულეთში 50 სათბური შენდება

19 მარ 2018

ქობულეთში 2,5 ჰექტარ ფართობზე  სათბურების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  უნდა მოეწყოს  50 ერთეული სათბური, რომლებიც აღჭურვილი იქნება წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით.

ასევე აგროპარკი უზრუნველყოფილი იქნება 2 ერთეული 150 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარით, ელექტრო ენერგიით, მისასვლელი გზებითა და სანიაღრვე არხებით. სათბურების მშენებლობა  შემოდგომაზე უნდა დასრულდეს,  რომლებიც სარგებლობაში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცემათ. პროექტისთვის  2 მილიონ 454 ათას 867 ლარი დაიხარჯება.