მექანიკური და ადაპტირებული ეტლები შშმ პირებისთვის

20 მარ 2018

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 210 მექანიკურ და ადაპტირებულ ეტლს შეიძენს. “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტრო სავარძელ-ეტლები გადაეცემა.

ერთ-ერთი ეტლი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა.  გარდა ამისა, ელექტრო სავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინებულია 3 ათას 580 ლარი. ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის.