პრეზიდენტი “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის” რეზოლუციის მიღებას მიესალმება

20 მარ 2018

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას", რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა. აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ქვეყნის ერთიანობის მაჩვენებელია.