ნაზი ჯანეზაშვილი: “განცხადების შინაარსი საბჭოს ყველა წევრთან შეთანხმებული არ ყოფილა”

20 მარ 2018

განცხადება, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაავრცელა, ყველა წევრთან არ არის შეთანხმებული, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. 

როგორც ჯანეზაშვილი აღნიშნავს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებებს ავრცელებს წევრებთან პოზიციისა და შინაარსის გაცნობის გარეშე.