სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტმა სავარაუდოდ დღეს უნდა დაამტკიცოს

22 მარ 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით სავარაუდოდ კენჭისყრა დღეს შედგება. კანდიდატები 4 ვაკანტურ პოზიციაზე უნდა შეირჩეს. თუმცა როგორც ცნობილია დღეს მხოლოდ სამ პოზიციაზე მოხდება კენჭისყრა.

ამ ეტაპისთვის უცნობია სახალხო დამცველის კვოტასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო.