არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

22 მარ 2018

არჩილ ტატუნაშვილს ოჯახს მიუსამძიმრა  პრემიერ-მინისტრმა.  გიორგი კვირიკაშვილი წილკანში თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად ჩავიდა. არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოხატა.