ცვლილებები კონსტიტუციაში დამტკიცებულია

23 მარ 2018

საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა. პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა უზენაეს კანონში ცვლილებები, რომელიც  2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერად დაშვებას ითვალისწინებს. 2024 წლიდან საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.

საარჩევნო ბარიერი კი 3-დან 5 პროცენტამდე აიწევს. ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.