ქალაქში მგზავრობა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს გაუნახევრდებათ

29 მარ 2018

ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე, ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სასწავლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს შესაძლოა გაუნახევრდეთ. 

ამ საკითხზე დღეს ბათუმში საკრებულო მსჯელობს.   საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო ტებიძის იიციატივით 50% შეღავათით ისარგებლებენ სკოლების, ბაღების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის თანამშრომლები, რომელთა ხელფასი 625 ლარს არ აღემატება. 

საკრებულომ ამ საკითხს კენჭი დღეს უნდა უყაროს.