ვაზის ნერგები ფერმერებისთვის

05 ივლ 2016

აგროსერვისცენტრმა სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ვაზის ნერგები მაღალმთიან რაიონებში სარეალიზაციოდ გაიტანა. ადგილობრივ ფერმერებს შეუძლიათ სასუფრე და საღვინე ჯიშები რაიონის ადგილობრივ ცენტრებში შეღავათიან ფასად შეიძინონ. ვაზის ნერგების ფასი 2 ლარიდან--2,5 ლარამდეა. ვაზის ნერგები კონტეინერული სახით არის წარმოდგენილი და მისი გადარგვა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.