სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში

31 მარ 2018

დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მათ ბზობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა,  სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან.