დაშავებული მეშახტეები დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა

04 აპრ 2018

იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია.