გაუმართავი ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში

05 აპრ 2018

ავარიული სკოლები მაღალმთიან აჭარაში. “მთავარში” ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ამორტიზირებული სკოლის შენობის შესახებ გიამბეთ, ახლა კი კონკრეტულად შუახევში არსებული სკოლების მდგომარეობას გაგაცნობთ.

სპორტ-დარბაზის გარეშეა დაბაძველის სკოლა, ამასთან საპირფარეშო შენობის გარეთაა. ინფრასტრუქტურული პრობლემებია სოფელ ბესელაშვილებშიც. ცნობისთვის თემა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, ომბუდსმენი დროული რეაგირებისთვის მუნიციპალიტეტს მიმართავს.