სვლის შემანელებელი ბარიერები სკოლებთან

06 აპრ 2018

ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით დაბა ხულოსა და სოფელ ზედა ვაშლოვანის საჯარო სკოლების მიმდებარედ, საავტომობილო სვლის შემანელებელი ბარიერები დამონტაჟდა.

განახლდა დაზიანებული გზის მარეგულირებელი სარკეებიც. სამუშაოებისთვის 3 ათას 800 ლარამდე დაიხარჯა.