მხარდაჭერა ახალ სამშვიდობო ინიციატივას

06 აპრ 2018

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას სლოვენია, პოლონეთი თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება. სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანია აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, - ამის შესახებ ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პაკეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის - " ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" ასევე სოციალურ ქსელ ტვიტერ-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება თურქეთის საელჩომ. განცხადებაში წერია, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამ მიმართულებას გულისხმობს: – სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.