აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

07 აპრ 2018

დღეს აღდგომაა - მართლმადიდებლები უდიდეს დღესასწაულს ზეიმობენ. სახარების თანახმად, იესო ქრისტე ჯვარცმიდან მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა.

დილამდე გაგრძელდა სადღესასწაულო ლიტურგია ეკლესია-მონასტრებში. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.