სუს-ის ანგარიში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

09 აპრ 2018

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა სახელმწიფოსთვის მთავარი  საფრთხეა- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში, რომელიც  2017 წელს გაწეულ საქმიანობას ეხება.

ოპოზიციას აინტერესებს რამდენად ეფექტურად ახდენს  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე  სუს-ი სხვადასხვა დანაშაულის პრევენციას და რამდენად ეფექტურია გომელაურის უწყების რეაგირება მსგავს ფაქტებზე. სუს-ის ანგარიშს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ.