გელაურის დასახლებაში მოსახლეობა ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს

10 აპრ 2018

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში არსებული ყოფილი ჩაის  ქარხნის  ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, რამდენჯერმე ქვეწარმავალიც შენიშნეს. მოსახლეობა საბავშვო სკვერის მოწყობას ითხოვს.

მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და უწყებას სკვერის მოწყობის თხოვნით მიმართავენ. თუმცა მანამდე ტერიტორიას დაასუფთავებენ და შეწამლავენ.