ხმაურს პოლიციის ნაცვლად  თვითმმართველობა გააკონტროლებს

11 აპრ 2018

ცვლილება, რომელიც ძალაში 1 აპრილიდან უნდა შესულიყო 1 ივლისიდან ამოქმედდება. საუბარია ხმაურის კონტროლზე, რომელიც სამ თვეში მუნიციპალიტეტების ფუნქცია იქნება.  დღემდე ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა.  

გადავადების მიზეზი გახდა ის, რომ თვითმმართველობებმა 1 აპრილამდე ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება რეგულაციას, დღის ან ღამის საათებში სხვადასხვა შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის მოქალაქეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ადგილობრივი  მთავრობები დააკისრებენ.

ბათუმის მერი სასტუმროების ქსელების წარმომადგენლებს ხვდება.