დაპირისპირება ''ქართულ ოცნებაში''

11 აპრ 2018

,,ქართულ ოცნებაში” დაჯგუფებები არ არსებობს და არც საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაა მოსალოდნელი” - ირწმუნება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ  პარლამენტში ნამდვილად  არის ჯგუფი, რომელსაც იგი ეყრდნობა.  

კვლავ აქტუალურია შეკითხვა-დატოვებს თუ არა უმრავლესობას გედევან ფოფხაძე. ჯერ გადაწყვეტილება თავად ფოფხაძეს არ მიუღია.  

კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას განიხილავენ.