ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გაიხსნა

11 აპრ 2018

ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა, ხვალ დღის ბოლომდე კი ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც გაიხსნება. აღნიშნულ გზებზე არსებულ მდგომარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.