კონსულტაციები გადაწყვეტს შეიკრიბება თუ არა სირიის კრიზისზე უშიშროების საბჭო

13 აპრ 2018

მოიწვევს თუ არა სირიის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს დავით რაქვიაშვილის განცხადებით პროცესებს აკვირდებიან და გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სირია ერთ-ერთი ნაწილია იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს.