დღეს კვირაცხოვლობაა

14 აპრ 2018

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წირვა-ლოცვა აღევლინა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა და მას ასევე თომას კვირა ეწოდება. დღეს სრულდება ბრწყინვალე შვიდეულიც.