''არგინეთი''ანკარაში ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

17 აპრ 2018

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა სტუდია „არგინეთი“  თურქეთის ქალაქ ანკარაში ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალზე მონაწილეობისათვის ემზადება. 37 მონაწილისგან შემდგარი ანსამბლი ქართულ ფოლკლორს წარმოაჩენს.

ფესტივალზე გამგზავრების ხარჯებს ხულოს მერია 8 ათას 800 ლარით  აფინანსებს.  ანსამბლი  „არგინეთი„  არაერთხელ იყო მიწვეული ესპანეთში, იტალიასა და ჩეხეთში.